„ღია ეთერი TV4-ზე“ – 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება, ხოლო 8 ივნისიდან ქვეყანაში საქალაქთაშორისო მგზავრობა დაშვებული იქნება. მთავრობის გადაწყვეტილებით 1-ლი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. გარდა ამისა, 1-ლი ივნისიდან ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება. 8 ივნისიდან კი აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში. 8 ივნისიდან ფუნქციონირების უფლება ექნებათ ასევე, იმ სასტუმროებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების მიერ შემოწმებულები იქნებიან და შესაბამისი ნებართვა ექნებათ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.
გადაცემის მეორე ბლოკში: იყო თუ არა დროული საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და რა გამოწვევების წინაშე დგას ტრანსპორტის საკითხი?! – “ღია ეთერის” კითხვებს რუსთავის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ალექსანდრე ბერიძე პასუხობს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან და ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება. 8 ივნისიდან კი რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგება. რა გამოწვევების წინაშე დააყენა ახალმა კორონავირუსმა ეს სფერო და რა რეკომენდაციების დაცვა მოეთხოვებათ რესტორნებს – “ღია ეთერთან” საქართველოს რესტორანთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე საუბრობს.
.📢#გადაცემა "ღია ეთერი" – მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში📢COVID-19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან📢რომელი შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ?! 📢ბოლნისში COVID19-ის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა📢გადაცემის მეორე ბლოკში: რა გამოწვევების წინაშე დგას ტრანსპორტის საკითხი?! – "ღია ეთერის" კითხვებს რუსთავის საკრებულოს წევრი პასუხობს📢რა რეკომენდაციების დაცვა მოეთხოვებათ რესტორნებს და რა გამოწვევების წინაშე დააყენა კორონავირუსმა აღნიშნული სფერო?! – "ღია ეთერთან" საქართველოს რესტორანთა ასოციაციის პრეზიდენტი საუბრობს
Geplaatst door TV4.ge op Woensdag 27 mei 2020