სტიქიამ ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ონის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა. ადგილზე სპეციალური ლოდები განათავსეს.
წვიმამ გარკვეული პრობლემები შექმნა ლენტეხშიც. სოფელ ტვიბთან მდინარე ადიდდა და გზას საფრთხე შეუქმნა.
ადგილზე აღდგენითი და პრევენციული სამუშაოები მიმდინარეობს.