რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.ამის შესახებ tv4-ს ინფორმაცია კლინიკა “რუსთავში” დაუდასტურეს.
როგორც კლინიკა რუსთავში Tv4-ს განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა,სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისთანავე მძიმე იყო და ის კლინიკა “რუსთავში” უგონო მდგომარეობაში შევიდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.