ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა, მათ შორის ერთი ორსულია – შემთხვევა ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე ავარდა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალსა და მამაკაცს, შემდეგ კი შენობას დაეჯახა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.