ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ფოთში, კოსტავასა და ლოლუას ქუჩების კვეთაზე მოხდა. ერთმანეთს ,,ტოიოტასა“ და BMW-ს მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია 60 წლამდე ქალი. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.