ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, სოფელ პალდოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მძღოლი და სამი მგზავრი მძიმედ დაშავდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-მ გამოძიება დაიწყო.