ამირან გამყრელიძე-საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტების 67 % გამოჯანმრთელდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ეპიდემიოლოგიური ვითარება უკეთესია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს 713 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 42 408 გამოკვლეული ადამიანიდან.

ზოგადად, „პისიარ“ ტესტირება ქვეყანაში ჩატარებულია 45 000-მდე, აქედან დაახლოებით 3000 არის განმეორებითი ტესტირებები, როდესაც ადამიანები ეწერებიან. პროტოკოლით ორჯერ  უნდა გაკეთდეს გაწერიის წინ 24 საათში ტესტირება და შემდეგ ასევე დადგენილია, რომ კარანტინიდან მე-13, მე-14 დღეს. რაც შეეხება გაწერას, ქვეყანაში 475 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ეს არის 67 პროცენტი მთლიანად ინფიცირებულებისა,რომელიც პრინციპში კარგი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, გვაქვს სიკვდილიანობის 12 შემთხვევა. ეს არის 1.68 პროცენტი“,- განაცხადა გამყრელიძემ.