პირდაპირი ეთერის დროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ის ორ-სამ-კვირიანი პერიოდი არ გასულა, რომელსაც ის აანონსებდა.
“ვიცი, Facebook-ზე ბევრი ამბობს, ხუმრობს, გამოვა გამყრელიძე და იტყვის 2-3 კვირა, კიდევ 2-3 კვირა. არა, ბატონო, თავიდანვე ვთქვი, რომ ახალ ველოსიპედს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ, შიდა გავრცელებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირა არის ხოლმე ყოველთვის საფრთხილო. შიდა გავრცელება დაიწყო 23 მარტს, იქედან გადათვალეთ, ვართ მე-7 კვირაში”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 604 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 240 განიკურნა, 9 კი გარდაიცვალა.