ამირან გამყრელიძე – ქვემო ქართლში ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალი უნდა გაძლიერდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალი ცოტა მეტად უნდა გაძლიერდეს.

„მე ვიცი, რომ ძალიან გვიჭირს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან. ამიტომ როგორმე უნდა მოვახერხოთ ამ პროცესში ლიდერების ცოტა მეტად ჩართვა, რომ ეს ხალხი დაარწმუნონ, პირველ რიგში, თერმოსკრინინგზე და მერე აქტიურ გამოკვლევაზე.

მე იმასაც ვფიქრობ, რომ თუ მოვახერხეთ მარნეულშივე ავაწყოთ ლაბორატორია. გადაწყვეტილად ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზეც ვფიქრობთ, რომ ან „ჯეო ჰოსპიტალის“, ან „ავერსის“ ბაზაზე მოეწყოს.

ხვალ მინისტრთან მექნება იმაზე საუბარი, რომ რეგიონში ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალი ცოტა მეტად უნდა გაძლიერდეს, მარტო ჩვენ ვერ ვეყოფით ამ პროცესებს.

თითოეულ მერთან უნდა იყოს ვინმე მარჯვენა ხელი, რომელიც რაიონებში მთელ ამ სამედიცინო პროცესებს მართავს. მარტო საზოგადოებრივი ჯანდაცვა ამას ვერ მოაგვარებს. უკვე რამდენჯერმე დავსვი ეს საკითხი და ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერთან ვიტყვი, რომ ძლიერი სამედიცინო ვერტიკალია საჭირო,“ – განაცხადა გამყრელიძემ.