ამირან გამყრელიძე- შეიძლება ხანდახან მეც ზედმეტი ვთქვი

 ჩვენმა მოწოდებებმა, ზოჯერ ცოტა მკაცრმა, შეიძლება ხანდახან მეც ზედმეტი თქვი, მაგრამ ამან დიდი როლი ითამაშა, დღესასწაულებზე და შემდეგ კვირაშიც დიდი შეკრებები არ გქონია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ ჩვენ ყოველთვის ჩვენს მოსახლეობას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ მათი დამყოლობა იყო საკმაოდ კარგი და ამან მოგვცა ის, რომ ჩვენ დავრჩით ასეულების ფარგლებში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა.  გარდაიცვალა 9 პაციენტი.