ამირან გამყრელიძე: ძალიან გვეშინია, რუსთავში არ გაგვეპაროს რამე

იცით, რომ ძალიან გვეშინია, რუსთავში არ გაგვეპაროს რამე. ერთი შემთხვევაა და ამის საშიშროება არის,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

რუსთავში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ჯამში ქალაქში ამ დროისთვის, კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.

„ზოგადად, ქვემო ქართლმა შეადგინა მთელი ქვეყნის დაზიანების 32 პროცენტი, ანუ 189 შემთხვევა გვაქვს მთლიანად. ეს განაწილებულია მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში. იცით, რომ ძალიან გვეშინია, რუსთავში არ გაგვეპაროს რამე. ერთი შემთხვევაა და ამის საშიშროება არის. გარკვეულად კონტროლდება წალკა და დმანისი. დღევანდელი მდგომარეობით, თეთრიწყაროში 48, ბოლნისში 107 და მარნეულში 33 დადებითი შემთხვევა არის,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.