არატრადიციული 26 მაისი რუსთავში-ქალაქის მერი მოქალაქებს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

  არატრადიციულად აღინიშნა ქვეყნის დამოუკიდებლობის 102 წლისთავი რუსთავში. პანდემიის გამო , რეკომენდაციების გათვალისწინებით, დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი ღონისძიებები ქალაქში არ იმართება.  თუმცა რუსთავის ქუჩები დილიდან საქართველოს ეროვნული დროშებითაა მორთული.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს ეროვნული დღესასწაული  მიულოცა ქალაქის მერმა ,ირაკლი ტაბაღუამ. რუსთავის მერმა,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები  გაიხსენა  და 26 მაისი განსაკუთრებულად მიულოცა ქართულ ჯარს და ჯარისკაცებს.

“მთავარ ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.

განსაკუთრებით ვულოცავ ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს, სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მინდა უღრმესი პატივისცემით გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები და ქედი მოვიხარო მათი სახელების წინაშე.
ეს დღე ჩვენია!”განაცხადა რუსთავის მერმა 

რუსთავის მერის მილოცვა-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

📢📣 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა 📢📣რუსთავის მერმა მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა იხილეთ- https://bit.ly/36sIv3k#26მაისი #საქართველოსდამოუკიდებლობისდღე

Geplaatst door TV4.ge op Dinsdag 26 mei 2020