ასე ვამარცხებთ Covid-19-ს-ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წყალი ჩადის

 ინფექციური  პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში წყალი ჩამოდის. წვიმის შედეგად დატბორილია ცენტრის ადმინისტრაციულო განყოფილება.

შიდსის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ადმინისტრაციული განყოფილების გაჩერება პაციენტების მკურნალობასაც აფერხებს.

შოთა გოგიჩაიშვილის თქმით, თუ ასე გაგრძელდა, სათანადო მკურნალობას ვერც შიდსით და ვერც ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მიიღებენ.

„ადმინისტრაციულ შენობაში ვერ გავივლით, გუბეები დგას. ეს შენობა გახლავთ ლოჯისტიკის განმსაზღვრელი თავი – მისი შეფერხების შემთხვევაში ყველა მოძრაობა გაჩერებულია. ყველაფერი, რაც ხელს უშლის მის ფუნქციონირებას, ხელს უშლის დაავადებულების მკურნალობას. სანამ არ გადაწყდება ჩვენი აქედან გადაყვანის საკითხი, მანამდე იარსებებს საშიშროება”, – აცხადებს შოთა გოგიჩაიშვილი.