აფეთქება საზოგადოებრივ ცენტრში

ჩოხატაურში, სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, დაზიანდა „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი, შენობის კედლები აგრეთვე, ჩამსხვრეულია მინები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ფოტო: 1TV.GE