აშშ-მ საქართველოს 500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა

შეერთებული შტატების საფრთხის შემცირების სააგენტომ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლისმეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს $500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა.

აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები.