ბოლნისიდან გაგზავნილი 7 პირის საკვლევი ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გუშინ აღებული 7 საკვლევი მასალიდან კორონავირუსზე ტესტის პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითია.

ამასთან მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 25-ს უტოლდება. რაც შეეხება კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობას, ბოლნისში ამ ეტაპზე 120 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 

ბოლნისში ამ დორმდე თვითიზოლაციაში იმყოფება 285 – ადამიანი, კარანტინის რეჟიმში კი – 96 პირი რჩება.