ბოლნისიდან ლუგარში გუშინ გადაგზავნილი ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადაგზავნილი 39 საკვლევი მასალიდან ახალ კორონავირუსზე ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. 

ამ დროისთვის ქვემო ქართლის მხარეში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მაღალი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება და ჯამში სულ ინფიცირების 107 დადასტურებული შემთხვევაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.