ბოლნისის მუნიციპალიტეტს საკარანტინო ზონის სტატუსი მოეხსნა და მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმი უქმდება.
მუნიციპალიტეტში საგუშაგო-გამშვები პუნქტები დღის ბოლომდე დარჩება. შესაბამისი პროცედურების გავლის შედეგად, ღამის 12 საათიდან მოიხსნება ბლოკპოსტები და ხვალიდან მოსახლეობა გადაადგილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
საკარანტინო ზონის მოხსნის შედეგად ბოლნისში ჩაკეტილი დარჩება მხოლოდ 2 სოფელი მუშევანი და გეტა, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა.
შეგახსენებთ,რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 23 მარტს ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.