ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა. ჯამში მუნიციპალიტეტში 9 გამოჯანმრთელებული ადამიანია. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 107 დადასტურებული შემთხვევაა დადგენილი, მათგან 9 გამოჯანმრთელდა,3 კი გარდაიცვალა.

დღეს მუნიციპალიტეტში მიღებული 39 პირის ლაბორატორიული კვლევის შედგებით ყველა მათგანთან დაკავშირებით კორონავირუსი არ დადასტურდა. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 99 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაშია 275 პირი.