ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში  კორონავირუსის 6 ახალი დაფიქსირებული შემთხვევიდან 2 ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდის მიმღებ ცენტრებში 332 პაციენტი მკურნალობს.

მისივე ინფორმაციით, 6 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის წყაროს უკავშირდება,  2 ზუგდიდს, 2 კი საკარანტინო სივრციდან არიან კლინიკაში გადაყვანილები.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.