დღეიდან მასშტაბური ეპიდემიოლოგიური კვლევები იწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
მხარის პირვეი პირის ინფორმაციით, მარნეულის მსგავსად ბოლნისში რიკსჯგუფებში შემავალ პირებს გამოიკვლევენ. როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, მუნიციპალიტეტში რამდენიმე მიმღები ცენტრი განთავსდება, სადაც რისკჯგუფების მასიური შემოწმება მოხდება.
“დღეს იწყება ორგანიზება ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმ სცენარით ,რაც იყო მარნეულში, გავაკეთებთ რამდენიმე მიმღებ ცენტრს, სადაც მასიურად შემოწმდება რისკჯგუფები ,დავიწყებთ მუშევანიდან, სადაც მოსალოდნელი იყო დაავადების გავრცელება, გაკეთდება კვლევები სოფელ გეტაში. ერთეული შემთხვევებია მატების და უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს ,შემცირებისკენ მიდის გამოვლენის ფაქტები. “-განაცხადა შოთა რეხვიაშილმა
ქვემო ქართლის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება -შოთა რეხვიაშვილის შეჯამება#ქვემოქართლი #ეპიდემიოლოგიურივითარება📢🔊ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აჯამებს📢🔊მარნეულში გამოკვლეული 1 680-მდე პირიდან ,კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა📢🔊მხარეში კორონავირუსისგან 57 ადამიანი გამოჯანმრთელდა 📢🔊მასშტაბური კვლევები დღეიდან იწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტში 👉https://bit.ly/2zwl64k
Geplaatst door TV4.ge op Maandag 11 mei 2020