ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფოარმაცია TV4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დაუდასტურა.
მათ შორის 8 შემთხვევა სოფელ გეტას უკავშირდება, 7 კი მუშევანს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევად 131 მასალა იყო გადაგზავნილი, მათ შორის 86 ტესტის ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი არის ცნობილი. დანარჩენი ტესტის პასუხებს კოვიდ19-ზე ამ დრომდე ელოდებიან.