ბოლნისის სოფელ აკაურთასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ბოლნისში, სოფელ აკაურთასთან  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. დაშავებულები ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.