ბოლნისში, სოფელ გეტაში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდგინდა. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი პირს დაუდგინდა, რომელიც ორი დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტეში, ამ დროისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რადენობა 150-ს აღწევს.გამოჯანმრთელდა 59 ადამიანი, გარდაიცვალა სამი პირი. თვითიზოლაციაში რჩება 85 ადამიანი,ხოლო მკაცრ საკარანტინო პირობებში იმყოფება 69 პირი.
ბოლოს გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა ბოლნისის სოფელ გეტას და მუშევანს უკავშირდება.გეტაში მკაცრი კარანტინი 15 მაისს ამოქმედდა.
ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული. კარანტინი ბოლნისში 23 მარტს გამოცხადდა.