ბოლნისის სოფელ მუშევანში კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა

ბოლნისის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა. 

 კოვიდ19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები სოფელ მუშევანში დაფიქსირდა და ისინი აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

აღსანიშნავია, რომ საკვლევი მასალის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში ორი დღის წინ გადააგზავნეს.

ამ დროისთვის ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 149 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის 44 სოფელ მუშევანში გამოვლინდა. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან ჯამში სულ 56 ადამიანი განიკურნა.