ბოლნისში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა

ბოლნისში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა,ჯამში მუნიციპალიტეტში 122 დადასტურებული შემთხვევაა -ინფორმაციას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი,გოგი მეშველიანი ავრცელებს.

მისივე ცნობით, მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგები და მედიკოსები ინტენსიურ მუშაობას აგრძელებენ. როგორც გოგი მეშველიანი აცხადებს,დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 37 ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა.

“მუნიციპალიტეტში COVID-19 -ის 122 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 46 გამოჯანმრთელებულია, ხოლო სამი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 145 – ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინში-97”-ნათქვამია მაჟორიტარის მიერ გავრცელებულ ინფომრაციაში.

დეპუტატმა ეპიდემიოლოგიური ვითარების პარალელურად,მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების გაახლებაზე გაამახვილა ყურადღება.მისი ინფორმაციით სამუშაოები რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.

„ მუნიციპალიტეტში განახლდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით. გრძელდება შეჭირვებული ოჯახების დახმარება, ამ ეტაპზე 14 837 სასურსათო პაკეტია დარიგებული, ასევე მოხალისეთა ჯგუფების მიერ, გრძელდება ჩაკეტილი სოფლებისთვის მედიკამენტების და სურსათის მიწოდება. გარდა ამისა, ვაგრძელებთ მიუსაფარი ცხოველების კვებით უზრუნველყოფას“- განაცხადა   გოგი მეშველიანმა.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია.