ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა, ექვსი პირის საკვლევ მასალაზე კი, პასუხები უარყოფითია.
პაციენტი, რომელსაც COVID19 დაუდასტურდა მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში მკურნალობდა.
სოფელ მუშევანში ამ დროისთვის 28 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და 25 აპრილის შემდეგ სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას – დღეს დადასტურებული შემთხვევის გათვალისწინებით, ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 121-მდე გაიზარდა. მათგან 25 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.,