ბოლნისში კორონავირუსისგან 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო მონაცემებით, COVID19-ის 107 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან ექვსი  გამოჯანმრთელებულია, ორი კი –  გარდაიცვალა.

მუნიციპალიტეტში, ეპიდემიოლოგები და მედიკოსები აგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას. მიმდინარეობს ადგილობრივების კვლევა და კონტაქტების მოძიება.

ამ დროისათვის  განმეორებითი თერმოსკრინინგი  ბოლნისში 34 432 მოქალაქემ გაიარა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 275 – ადამიანი, კარანტინში კი – 99.