ბოლნისში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფისქირდა.
როგორც ბოლნისის მერიაში აცხადებენ, გუშინ გადაგზავნილი 122 ნიმუშიდან კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, ერთი დადასტურებული შემთხვევა ქვემო ბოლნისიდანაა და ერთი სასწრაფოს მძღოლია.შესაბამისად, შედეგების გათვალისწინებთ, ქვემო ბოლნისში ხვალიდან კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება.ადგილზე ცხრა ჯგუფი იმუშავებს, მათ შორის შვიდი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, ორი კი ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრიდან.
ტესტირება 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება.
ინფორმაციისთვის, ამ დრომდე სულ ბოლნისში 165 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.