ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პირი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ბოლნისში, COVID19-ისგან ჯამში 37 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსიის 121 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 37 გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები სოფელ სავანეთში მიშაობენ, სადაც დაგეგმილია სინჯების აღება 40-მდე მოქალაქისთვის და ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით ლაბორატორიაში გაგზავნა.
სოფელ სავანეთში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 15 აპრილიდან, მას შემდეგ მოქმედებს, რაც „კოვიდ-19“-ის ორი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მაშინ ინფექციის წყარო ვერ დადგინდა.
ასევე, მუნიციპალიტეტში დღის ბოლოსთვის 48 პირის კვლების შედეგებს ელოდებიან. მათი უმრავლესობა სოფელ გეტაში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი და სავარაუდო კონტაქტები არიან. აღნიშნულ სოფელში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის ოთხი შემთხვევა არის დაფიქსირებული.
კვლევისთვის გაგზავნილია სინჯები სოფელ მუშევანიდანაც. გამოსაკვლევი პირები სოფელში ბოლო დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიანმ ასევე იკლევენ ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებული ორი პაციენტისა და თვითიზოლაციაში მყოფი შვიდი პირის სინჯებს. პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 145 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინში 96 პირი.