ბოლნისში კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 13 მაისს ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 131 საკვლევი მასალიდან კორონავირუსი ჯამში 17 ადამიანს დაუდასტურდა. 15 ახალი შემთხვევის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, 2 კი – დღეს. ჯამში გამოვლენილი 17 ახალი შემთხვევიდან 8 სოფელ გეტაში გამოვლინდა, 9 კი – სოფელ მუშევანში.

ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 139 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 49 გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 78, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე.

სოფელ გეტაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების გამო, აღნიშნული სოფელი ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. სოფელი გეტა დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცა და ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს.