ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 13 მაისს ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 131 საკვლევი მასალიდან კორონავირუსი ჯამში 17 ადამიანს დაუდასტურდა. 15 ახალი შემთხვევის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, 2 კი – დღეს. ჯამში გამოვლენილი 17 ახალი შემთხვევიდან 8 სოფელ გეტაში გამოვლინდა, 9 კი – სოფელ მუშევანში.
ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 139 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 49 გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 78, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე.
სოფელ გეტაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების გამო, აღნიშნული სოფელი ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. სოფელი გეტა დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცა და ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს.