ბოლნისში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან კიდევ ორი პირი გამოჯანმრთელდა. მუნიციპალიტეტში ჯამში, 51 პირია გამოჯანმრთელებული.

მუნიციპალიტეტში დღის ბოლოსთვის 156 პირის საკვლევ მასალაზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მათი უმეტესობა სოფელ გეტადან ბოლო დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუშებია, ასევე ნაწილი არის სოფელ მუშევანიდან ასევე, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების საკვლევი მასალა. ორივე დასახლებაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს და გადაადგილება შეზღუდულია.

ბოლნისში ამ დროისთვის კორონავირუსის 139 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 78 პირი, კარანტინში – 69.