ბოლნისში “კოვიდ-19”-სგან ჯამში 75 ადამიანი განიკურნა, თეთრიწყაროში რიცხვი 25-მდე გაიზარდა

თეთრიწყაროში კორონავირუსისგან კიდევ ოთხი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში მუნიციპალიტეტში  “კოვიდ 19″-სგან  25 ადამიანი განიკურნა, ვირუსი   55 პირს აქვს დადასტურებული.

  გამოჯნამრთელებულთა რიცხვი გაიზარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ჯამში ვირუსული ინფექციისგან 75 ადამიანი განიკურნა.

ბოლნისში ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან 4 პირის ტესტის პასუხს. მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 162 დადასტურებული შემთხვევაა.

ამ დრომდე ჩაკეტილია ბოლნისის სოფელი გეტა და მუშევანი.მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გამოკვლევა გრძელდება.  

ეპიდემიოლოგოური ვითარება კვლავ უცვლელია მარნეულსა და რუსთავში,სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დასტურდება.