ბოლნისში მიუსაფარი ძაღლები გამოკვებეს (+ფოტო)

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, ფინანსური მხარდაჭერით და  ადგილობრივი მოხალისეების ჩართულობით,ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლები გამოკვებეს.

ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს მიუსაფარი ძაღლები კვებით უზრუნველვყავით.

საკარანტინო რეჟიმში , ცხოველებისთვის ბუნებრივ პირობებში საკვების მოპოვება გართულებულია, ამიტომ, ჩვენ,   საკვები შევიძინეთ და მოხალისეებმა  ქალაქში მიუსაფარი ძაღლები გამოკვებეს. ეს ღონისძიება კარანტინის დასრულებამდე გაგრძელდება,” – წერს გოგი მეშველიანი.