ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა იმ დროს მოხდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მედპერსონალი, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ.
არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ქვებით დააზიანეს აღნიშნულ სოფელში მერის წარმომადგენლის ავტომანქანა.
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის განცხადებით, სოფელ მუშევანში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულები არ არიან. მისივე თქმით, ინცინდენტში მონაწილე ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
გოგი მეშველიანის ინფორმაციით, დაზიანებულია სოფლის რწმუნებულის მანქანა, თუმცა სასწრაფოს ექიმები და სამართალდამცველები დაშავებულები არ არიან. ამასთან გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სოფელში რჩებიან, თუმცა მათთან მიმდინარეობს კონსულტაციები.
ფოტო: Ipn.ge