ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ მოხალისეებს გაწეულის საქმიანობისთვის და საზოგადოებისა და სახელმწიფოს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
როგორც გოგი მეშველიანი აღნიშნავს, საკუთარი ინიციატივით მოხალისეობრივ საქმიანობაში, ბოლნისში, 230 ადამიანი ჩაერთო ,რომლებიც ორი თვის განმავლობაში საჭიროების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ეხმარებოდნენ.
“მადლობა ჩვენს მოხალისეებს და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, 2 თვის მანძილზე საზოგადოებისა და სახელმწიფოს გვერდით დგომისთვის.
ბოლნისში, საკუთარი ინიციატივით 230 ადამიანი ჩაება მოხალისეობრივ საქმიანობაში. ისინი თვითმმართველობასთან და საგანგებო შტათან ერთად 61 დღის მანძილზე ეხმარებოდნენ იმათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს!
ჩვენ საკმაოდ ბევრი პასუხისმგებლიანი, საკუთარ ხალხზე და ქვეყანაზე შეყვარებული ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც კვლავ აგრძელებენ ჩაკეტილი სოფლების: მუშევანისა და გეტას მოსახლეობის დახმარებას”-ნათქვამია გოგი მეშველიანის მიერ გავრცელებულ ინფორამციაში