ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების 1 300 აღსაზრდელისთვის სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კერძოდ, ადგილობრივი ხელისფულების ხელშეწყობით სულ 14 სახეობის პროდუქტისგან შემდგარი, 140 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტები რიგდება.
“175 000 ლარის ღირებულების 2 თვის საკვები პროდუქტები აღსაზრდელებს საკარანტინო წესების სრული დაცვით ურიგდებათ. საკვების გაცემის პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენჯერმე უკვე დაარიგა,” – ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.