ბოლნისში საინფორმაციო კამპანია გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს,  კამპანიაში მონაწილეობა დღეს ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოხალისეებთან ერთად მიიღო

ეთნიკურად აზერბაიჯანელებით  დასახლებულ სოფლებში, კორონავირუსის შესახებ, აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დარიგდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა  მოხალისეებთან ერთად,  COVID-19-ის შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო  პლაკატები ეთნიკურად აზერბაიჯანელებით  დასახლებულ სოფლებში გააკრა.

 

პლაკატებზე კორონავირუსის გადაცემის გზებსა და თვითიზოლაციის წესების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციაა განთავსებული.