ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მცხოვრებ ოთხ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სამი პირის ტესტი, რომელთაც ვირუსი დაუდგინდათ, ეპიდემიოლოგებმა სოფელში გუშინ აიღეს, ხოლო ერთი გასულ დღეებში კლინიკაში იყო გადაყვანილი ინფიცირებულ ახლობლებთან ერთად. სწორედ იქ მოხდა მისგან საკვლევი მასალის აღება.
ლუგარის ლაბორატორიაში სულ 97 პირის ტესტი იყო გადაგზავნილი. მათ შორის, 88 ბიოლოგიური ნიმუში სოფელ მუშევანიდან იყო აღებული, ცხრა კი, ქალაქ ბოლნისიდან.
ამ დროისთვის, სოფელ მუშევანთან დაკავშირებული კორონავირუსის 54 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება. შეგახსენებთ, ამ დასახლებაში 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი კი -გარდაიცვალა.







