ბოლნისში 37 გამოკვლეული პირიდან, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირების ფაქტი სოფელ გეტას უკავშირდება.

ცნობილია, ასევე, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 37 საკვლევი მასალის პასუხი. ტესტი კორონავირუსზე ყველა შემთხვევაში უარყოფოთია და ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ბოლნისის სოფლებში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება. კარდაკარის პრინციპით ,სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა სოფელ სავანეთსა და გეტაში მცხოვრები მოქალაქეები გამოიკვლიეს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ტესტი კოვიდ19-ზე რისკჯგუფებში შემავალ რამდენიმე ათეულ პირს აუღეს და საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

ჯამში ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 122 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 46 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 73 პირი, კარანტინის რეჟიმში კი 69 ადამიანი რჩება.