ბოლნისში COVID19-ის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსიდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული  შემთხვევაა.

გუშინ მუნიციპალიტეტიდან  156 პირის საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. გამოკვლეულთაგან  6 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული 6 პაციენტიდან ,  2 სოფელ მუშევანს,  4 პირი კი სოფელ გეტას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ადგილობრივებს გამოკვლევა “პისიარ” მეთოდით ჩაუტარდათ.  გეტაში კი კვლავ გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები. 

ჯამში მუნიციპალიტეტში  145 ინფიცირებულია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ორით გაიზარდა და  51 შეადგინა.