დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 131 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გადაიგზავნა, რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 37 საკვლევი მასალის ყველა პასუხი კოვრონავირუსზე უარყოფითია. მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას აჯამებს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტარი, გოგი მეშველიანი.
“ეპიდემიოლოგები და მედიკოსები აგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას.დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა 131 ბიოლოგიური ნიმუში გამოსაკვლევად;
გარდა ამისა, ჩვენთან მომართვის შედეგად ბავშვთა კვებით უზრუნველვყავით 71 ოჯახი. ვუზრუნველყობთ შეჭირვებული ოჯახების დახმარებას, სულ 14 837 სასურსათო პაკეტია დარიგებული.
ასევე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კვლავ მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია (ფლაერების დარიგება, ხმის გამაძლიერებლებით მოძრაობენ მოხალისეთა ჯგუფები და მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას). აგრეთვე, მოხალისეთა ჯგუფების მიერ, გრძელდება ჩაკეტილი სოფლებისთვის მედიკამენტების და სურსათის მიწოდება,” – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.
ამ დროისთვის ბოლნისში COVID19 -ის 122 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 46 გამოჯანმრთელებულია და სამი გარდაცვლილი. თვითიზოლაციაში იმყოფება 73 ადამიანი, კარანტინში კი – 69 პირი.