ბოლნისში COVID19-ზე ტესტის პასუხს 15 ადამიანი ელოდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან დღეს ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 15 ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა, რომელთა პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისიწნებით, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციია სოფელ ქვემო ბოლნისში იზოლაცია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნას.

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. სულ ბოლნისში ამ დროისთვის COVID19 -ის 120 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 24 გამოჯანმრთელდა და სამი კი გარდაიცვალა.

ბოლნისში, განმეორებითი თერმოსკრინინგი ამ დროის მონაცემებით 39 691 ადამიანმა გაიარა. თვითიზოლაციაში იმყოფება 215 ადამიანი, კარანტინში კი – 96 პირი.