ბოლნისში COVID19-ის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 151 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ავრცელებს. 

“ბოლო ერთი შემთხვევა, კვლავ მუშევანს უკავშირდება, რომელიც თბილისში იყო გადაყვანილი და ინფექცია იქ დაუდგინდა,”- წერს გოგი მეშველიანი.

ამასთან, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.

ასევე, ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში COVID19-ზე გამოსაკვლევად 145 ადამიანი ბიოლოგიური ნიმუშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.