ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 288 ადამიანი ემსხვერპლა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 288-ით გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვი  ამ დროისთვის 28 734-ს აღწევს.

განახლებული ინფორმაცია მოსახლეობას ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს გაუზიარა.

ჯანდაცვის მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია საჭირო მასშტაბებს ტესტერების მხრივ, თუმცა, ბრიტანეთში 24 საათის განმავლობაში 85 000 ტესტის ჩატარება მაინც მოხერხდა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის მიზანი აპრილის ბოლოსთვის კორონავირუსზე დღეში 100,000 ტესტის ჩატარება იყო.