გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას,ამ მონაპოვარს უნდა შენარჩუნება-ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

მინდა ყველას მოვუწოდო გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, ამ მონაპოვარს უნდა შენარჩუნება, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოც სიტყვაში განაცხადა. 

მხარის პირველმა პირმა ,საქართველოს მოქალაქეებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა,რომ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დამთავრებულა და ქვეყანამ ამას   მშვიდობიანი განვითარებით და ეკონომიკური სიძლიერით უნდა მიაღწიოს.

“ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დღეს, სახელმწიფოებრივ დღეს, ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, საქართველოს ყველა მოქალაქეს და ამ სანუკვარ მიზანს, რაც 102 წლის წინ პირველი რესპუბლიკის შექმნით დაიწყო და შემდეგ 1991 წელს გაგრძელდა, ეს არის ვეებერთელა მონაპოვარი, ეს არის თავდაუზოგავი შრომის და ბრძოლის შედეგი.

 მე მინდა ყველას მოვუწოდო გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. ამ მონაპოვარს უნდა შენარჩუნება. ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დაგვიმთავრებია. ჩვენ მშვიდობიანი განვითარებით, მშვიდობიანი თანაცხოვრებით, ეკონომიკური სიძლიერით უახლოეს მომავალში დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას.

მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს საუკეთესო სურვილებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას. ქვემო ქართლელებს, სადაც ეთნიკური მრავალფეროვნებაა და კიდევ უფრო მეტად აქტუალურია ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება და ამ მონაპოვრის გაფრთხილება და შენარჩუნება. მე მინდა ბედნიერება სიკეთე და დიდი ვუსურვო ქვეყანას და ხალხს,” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

 ქვემო ქართლის რეგიონში, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, ისევე როგორც ქვეყანაში, ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებები არ იმართება.  მხარის შვიდივე მუნიციპალიტეტში დღეს არატრადიციული 26 მაისია,თუმცა მუნიციპალიტეტების ქუჩები საქართველოს დროშებით მოირთო.