საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბროწეულას დასახლებაში, მდინარე ლოჭინზე საავტომობილო ხიდის მშენებლობას და გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით,პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.
„პროექტი ითვალისწინებს 2,5 კმ – მდე გზის რეაბილიტაციას და მდინარე ლოჭინზე საავტომობილო ხიდის მშენებლობას. ასევე, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, წყალამრიდი ბეტონის არხები, მიერთებები, ტბასთან მისასვლელი და ბილიკები.
პროექტის განხორციელებამდე არსებული გზა დაზიანებული იყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა მოგვარდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.