გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გზების მშენებლობის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინტენსიურად მიმდინარეობს. სოფლებში და ქ. გარდაბანში გზების კეთილმოწყობა ისეთ ლოკაციებზე ხოციელდება, სადაც ამ დრომდე გზა საერთოდ არ არსებობდა.საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშოები მუნიციპალიტეტში სულ 14 ლოკაციაზე მიმდინარეობს.
სოფელ ლემშვენიერაში და ქ. გარდაბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მშენებლობის ხარისხს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო.
„ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ინფრსატრუქტურული პროექტების სწრაფი ტემპით განხორციელებაა, მათ შორის უმნიშვნელოვანესია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.”-განაცხადა გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა