გარდაბანში 3 მილიონ 611 ათასი ლარის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის 3 მილიონ, 611 ათასი ლარია გამოყოფილი.

მშენებლობის პროცესი და შესრულებული სამუშაოების ხარისხი ადგილზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მერთან ერთად დაათვალიერა. 

 ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, განაცხადა, რომ  გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

მისივე თქმით, 2020 წლისთვის გარდაბანის მუნიციპალიტეტში 23 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. 

“გარდაბნის მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. დღეს ჩვენ რამდენიმე პროექტი ვნახეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. ქვემო ქართლში ყველა მუნიციპალიტეტში დასახლებიდან და სოფლებიდან მუნიციპალურ ცენტრამდე კომფორტული ინფრასტრუქტურაა და 2020 დიდი მნიშვნელობა მიენიჭა შიდა გზების მოწესრიგებას.

ჩვენ ვნახეთ კრწანისში ძალიან კარგად მიმდინარეობს პროექტები,ისევე, როგორც აღთაკლიაში, ყარათაკლიაში ახლა ვართ კალინინოში და ყველგან ძალიან კარგი ტემპებით მიდის მშენებლობა და ეს ყველაფერი იწვევს განცდას, რომ ვადებში დასრულდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ზოგადად გარდაბანში 23 მილიონი ლარის პროექტებია დაგეგმილი. მათ შორის რეგიონული ფონდებიდან 8 მილიონი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სხვა მიმართულებებიდან 15 მილიონი.

მთლიანად ქვემო ქართლში 94 მილიონი ლარის პროექტები, რაც მიმდინარეობს ჯამურად 115 პროექტი. მათ შორის 46 რეგიონული დაფინანსებით, 48 ადგილობრივი ბიუჯეტი და სხვა მიმართულებებით.” განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.